ევგენი პრიგოჟინი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დნმ-ს ანალიზის შემდეგ პრიგოჟინის სიკვდილს ადასტურებს

ევგენი პრიგოჟინი
Marina Moldavskaja/Kommersant/Sipa

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან თქვა, რომ 23 აგვისტოს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრის დნმ-ს ანალიზი დაასრულეს. 

უწყების წარმომადგენლებმა რუსულ მედიასთან თქვეს, რომ ათივე ნეშტი იდენტიფიცირებულია და მათი ვინაობა მგზავრთა სიას შეესაბამება.

ვინ იყვნენ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრთა სიაში პრიგოჟინისა და უტკინის გარდა

23 აგვისტოს როსავიაციაში ამბობდნენ, რომ თვითმფრინავზე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ.

24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც აჯანყების მომწყობ პრიგოჟინს აქამდე სახელით არ იხსენიებდა, მას ნიჭიერი ბიზნესმენი უწოდა და თვითმფრინავის დაღუპულ მგზავრთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

კომენტარები