ევგენი პრიგოჟინი

პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას მემორიალი დადგეს

ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას მემორიალი დადგეს. მონუმენტის ფოტოს ტელეგრამ-არხი Закрой за мной Тверь აქვეყნებს.

მემორიალზე გაკეთებულია წარწერა "სისხლი, ღირსება, სამართლიანობა, სამშობლო, გამბედაობა, კსკ ვაგნერი". მონუმენტის გვერდით კსკ ვაგნერის დროშაა აღმართული.

გამოცემა 7x7 წერს, რომ ერთი კვირის წინ მემორიალი გახსნეს ვაგნერელების მიერ აჯანყების დროს, 24 ივნისს ჩამოგდებული Ka-52 ვერტმფრენის დაღუპული მფრინავებისთვისაც.

არცერთი მემორიალის გახსნაზე სახელმწიფო მედიაში ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.


23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟზეც, როსავიაციის ცნობით, იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და ამავე ჯგუფის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი, ვის ზედმეტსახელსაც ატარებდა ორგანიზაცია.

ჩამოვარდნის ადგილზე იპოვეს 10 ნეშტი, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ევგენი პრიგოჟინი შემთხვევას ემსხვერპლა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

კომენტარები