პეტერბურგში, პოროხოვის სასაფლაოზე, ევგენი პრიგოჟინის საფლავზე მისი ძეგლი გახსნეს. ინფორმაციას და ფოტოებს გამოცემა Бумага ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ძეგლის გახსნის დღეს პრიგოჟინის საფლავზე კსკ ვაგნერის წევრები მივიდნენ. მათ ყოფილი მეთაურის საფლავზე ყვავილები მიიტანეს და ფოტოები გადაიღეს.
Бумага-ს ინფორმაციით, ბრინჯაოს ქანდაკება საფლავზე 29 მაისს მიიტანეს და ის დღეს, 1 ივნისს გაიხსნა. ასევე, მოეწყო ბილიკი, რომელიც საფლავს რიაბოვის გზატკეცილთან აკავშირებს.
კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი სანქტ-პეტერბურგში მდებარე პოროხოვის სასაფლაოზე 29 აგვისტოს დაასაფლავეს.
23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლშიც, როსავიაციის ცნობით, იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და ამავე ჯგუფის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი, ვის ზედმეტსახელსაც ატარებდა ორგანიზაცია.
როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე