პრიგოჟინის ამბოხება

ISW: ვაგნერის მცდელობამ, აიღოს დონის როსტოვი, შესაძლოა, გავლენა იქონიოს უკრაინის ომზე

ვაგნერის მებრძოლები დონის როსტოვში
Reuters

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW-ის) ანგარიშის მიხედვით, ევგენი პრიგოჟინი მიზნად ისახავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ლიდერები შეცვალოს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ "ის წარმატებას ვერ მიაღწევს", რადგან კრემლი მის ქმედებებს წინააღმდეგობას უწევს.

თუმცა ვაგნერის ნებისმიერმა მცდელობამ კონტროლი აიღოს დონის როსტოვზე, შეიძლება გავლენა იქონიოს უკრაინის ომზე, რადგან როსტოვში განლაგებულია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის სარდლობა, რაც ომის მიმდინარეობისას საკვანძო ობიექტია რუსებისთვის. 

სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე გაერთიანებული შეიარაღების არმია, ანგარიშის მიხედვით, "ამჟამად სრულად არის ჩართული თავდაცვით ოპერაციებში უკრაინის კონტრშეტევის წინააღმდეგ სამხრეთ უკრაინაში და, ამასთან, არის რუსული ძალების გაერთიანებული ჯგუფის სამეთაურო ცენტრი". 


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. პრიგოჟინი ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

მისივე სიტყვებით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. რიგოჟინის ვაგნერის მოქმედებებს არა სამხედრო გადატრიალებად, არამედ "სამართლიანობის მარშად" აფასებს.

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის, ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე

კომენტარები