გენშტაბის მეთაური არ წყნარდება. ყველა აფრიკელი დიქტატორის შეცდომაა საჰაერო იერიშების მიტანა საცხოვრებელ რაიონებზე. სწორედ ახლა ჰაერში ორი ეკიპაჟია, ნომრით 523 და 546, რომლებიც ამ დარტყმების მიტანას ცდილობენ. დაიმახსოვრეთ, ბიჭებო, სამშობლო საკუთარ ტერიტორიაზე დარტყმებს არ გაპატიებთ. სიმამაცე უნდა გამოიჩინოთ და იერიშები მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მიიტანოთ, როცა ჩვენი ქვეითები გადაადგილდებიან. ამიტომ ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ახლა ფრონტზე ვინმეს ბრძოლაში ხელს ვუშლით, ეს ტყუილია. ხელს არავის ვუშლით. ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს.
პრიგოჟინის ამბოხება
პრიგოჟინი: დამნაშავეებს, გერასიმოვსა და შოიგუს საკუთარი ტრა*ის გადარჩენაში ხელს ვუშლით
tbl.ge/6f2k
დაკოპირდა
განაცხადა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა. 23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ.
პრიგოჟინის ამბოხებავალერი გერასიმოვისერგეი შოიგუევგენი პრიგოჟინივაგნერივაგნერის ჯგუფირუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომირუსეთირუსეთის თავდაცვის სამინისტრო
ამავე თემაზე
- სუროვიკინი ალჟირში შენიშნეს – ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი
- რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური სუროვიკინი აფზალოვით ჩაანაცვლეს – რუსული მედია
- პუტინმა ვაგნერთან შეთანხმება "საკუთარი ტყავის გადასარჩენად" დადო – რიჩარდ მური
- BAZA-ს ცნობით, ვორონეჟის ოლქში 2 ვაგნერელი აჯანყებაში მონაწილეობაზე უარისთვის დახვრიტეს
- პრიგოჟინის მედია Patriot არ დახურულა, ტროლები აგრძელებენ ფუნქციონირებას – Financial Times