ეს-ესაა გენშტაბის მეთაურმა გასცა ბრძანება ააფრინონ თვითმფრინავები და ცეცხლი გაუხსნან კოლონებს, რომლებიც მშვიდობიანი [მოქალაქეების] მანქანების, სატვირთოების შუაში მიდიან. მათთვის სულ ერთია ვის მოკლავენ, უკვე წელიწად-ნახევარია საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ, მოწინააღმდეგესთან ბრძოლის ნაცვლად. მსურს მადლობა ვუთხრა პილოტებს, რომლებმაც, როგორც ახლახანს ცნობილი გახდა, უარი თქვეს შეესრულებინათ დანაშაულებრივი ბრძანებები.
პრიგოჟინის ამბოხება
პრიგოჟინი: თვითმფრინავებით ჩვენს კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, პილოტებმა უარი თქვეს
tbl.ge/6f2i
დაკოპირდა
განაცხადა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა. 23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ.
ამავე თემაზე
- სუროვიკინი ალჟირში შენიშნეს – ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი
- რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური სუროვიკინი აფზალოვით ჩაანაცვლეს – რუსული მედია
- პუტინმა ვაგნერთან შეთანხმება "საკუთარი ტყავის გადასარჩენად" დადო – რიჩარდ მური
- BAZA-ს ცნობით, ვორონეჟის ოლქში 2 ვაგნერელი აჯანყებაში მონაწილეობაზე უარისთვის დახვრიტეს
- პრიგოჟინის მედია Patriot არ დახურულა, ტროლები აგრძელებენ ფუნქციონირებას – Financial Times