ჟურნალისტებზე თავდასხმა

ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელს ერთი წლით პატიმრობა მიესაჯა

ფორმულა

ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი, დავით ველიჯანაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს 17 მარტს დაესხნენ. ტელეკომპანიის რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძეც ყვება, რომ ისინი აბაშიძის ქუჩაზე კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ ფორმულას თანამშრომლები იყვნენ.

მოსამართლემ ველიჯანაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო 118-ე მუხლი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, გადაკვალიფიცირდა 122-ე მუხლად, რაც ფარგლებს გადაცილებით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები