ჟურნალისტებზე თავდასხმა

ფარცხალაძის დაცვამ ჩვენს ჟურნალისტს და ოპერატორსაც სცემა - ფორმულა

ფორმულა

აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვამ შაბათის ფორმულას ჟურნალისტსაც სცემა. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.

"ჩვენს ჟურნალისტსაც კი სცემა მისმა დაცვამ სწორედ ამ მიზეზით, რომ ის ეუბნებოდა, რომ ქუჩა და გზა ვერ იქნება კერძო ტერიტორია და არ შეეპუა მათ უარს. ოთარ ფარცხალაძის სახლთა სანამ მივიდოდნენ, ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. იმდენად დაიძაბა სიტუაცია, რომ საბოლოოდ სასწრაფო დახმარების გამოძახების გახდა საჭირო, იმიტომ, რომ დაზიანება აქვს მარიამს თავზე", - თქვა დავით ქაშიკაშვილმა ფორმულას ცნობით. 

ჟურნალისტი ამბობს, რომ დაცვის თანამშრომელი ფარცხალაძის ადგილსამყოფელის შესახებ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.

" იმყოფებოდა თუ არა აქ ოთარ ფარცხალაძე, მხოლოდ ეს კითხვა გვქონდა. ამან დაცვის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. პირველ რიგში, ოპერატორებზე მოხდა ძალადობა. მინდოდა, დამეცვა ჩვენი ოპერატორი და ტექნიკა და სწორედ ამ დროს შუბლის არეში მომაყენეს დაზიანება", - ამბობს შაბათის ფორმულას ჟურნალისტი.

იქამდე, TV პირველის საინფორმაციოს უფროსმა ნოდარ მელაძემ დაწერა, რომ ოთარ ფარცხალაძის დაცვა TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა.

როგორც ტაბულას საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, ისინი დაუკავშირდნენ როგორც ფორმულას, ისე TV პირველის გადამღებ ჯგუფს და საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები