ტაბულა უერთდება გენოციდის აღიარების კამპანიას, რადგან მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ჩვენი წარსული და განვსაზღვროთ მტრის ვინაობა და რაობა. ასევე, მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი ვალია, იმ ჩვენი ათი ათასობით მოკლული, გაუპატიურებული, ნაწამები, საკუთრებიდან გამოსახლებული თანამოქალაქეების წინაშე, რომ გენოციდის საკითხი დავაყენოთ დღის წესრიგში. განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები გაცილებით თვალსაჩინოა, ვიდრე ეს იყო 30 წლის წინ და ჩვენ ეს დრო აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ
tbl.ge/63fl
დაკოპირდა

ამბობს ტაბულას რედაქტორი, ანა გვარიშვილი. "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" – 7 აგვისტოს, 21:00-ზე, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ აქცია გაიმართება. ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება. აქციაზე აჩვენებენ ფილმს, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს.
ანა გვარიშვილიტაბულაგენოციდიბუჩამდე იყო აფხაზეთიევროპული საქარათველო 2020თავისუფლების ინსტიტუტირუსული ოკუპაცია
ამავე თემაზე
- ბულგარეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
- ევროპულმა პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა
- მოლდოვამ, რუმინეთმა და ირლანდიამ ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარეს
- ხვადაგიანი: თაობის ვალია, ისტორიული სამართლიანობა აღვადგინოთ, ითქვას, რატომაა რუსეთი მტერი
- ბოკერია: აფხაზეთში ქართველების გენოციდის საკითხი უნდა ვაქციოთ მნიშვნელოვან თემად