გენოციდი

ბოკერია: აფხაზეთში ქართველების გენოციდის საკითხი უნდა ვაქციოთ მნიშვნელოვან თემად

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების მტერი, ჩვენი გარე მტერი - პუტინის რუსეთი მარტო იარაღით არ გვიპირისპირდება, იარაღი და ძალადობა არის მათი მთავარი ინსტრუმენტი, მაგრამ ამავე დროს, ცდილობს, რომ მორალურად გაგვტეხოს, ამას აკეთებს თავისი პროპაგანდით და ჩვენივე რეჟიმის ხელით, ივანიშვილის ხელით, სადაც ცდილობს, რომ საზოგადოებას აერიოს ერთმანეთში მტერი და მოყვარე, დაივიწყოს, რა არის ბოროტება, დაივიწყოს, ვინ არის მისი მტერი, ეს არის ჩვენთვის ყველაზე უფრო სახიფათო ამბავი, მტრის იარაღზე სახიფათო ინსტრუმენტიც კი.

ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ყველამ საკუთარ თავს შევახსენოთ, რამხელა ბოროტებასთან გვაქვს საქმე, როცა ვლაპარაკობთ საბჭოთა რუსეთზე, პოსტსაბჭოთა რუსეთზე, პუტინის რუსეთზე, ეს არის ის ქვეყანა, რომლის ამოცანა არის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოებას განადგურება, ამას უნდა დავუპირისპიროთ მყარი პოზიცია და სიცხადე, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მორალურად, პოლიტიკურად და პრაგმატულად, დღეს, როცა თავისუფალი სამყარო დაგვიანებით, მაგრამ აფასებს ამ საფრთხეს ადეკვატურად, რომ ჩვენ ქართველების გენოცოდის საკითხი აფხაზეთში კიდევ ერთხელ, საკუთარი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ვაქციოთ მნიშვნელოვან საკითხად ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია 7 აგვისტოს დაგეგმილი აქციის შესახებ. "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" – რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ აქცია გაიმართება. ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება. აქციაზე აჩვენებენ ფილმს, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს.

კომენტარები