გენოციდი

იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის – 7 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება

"იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" – 7 აგვისტოს, 21:00-ზე, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ აქცია გაიმართება. ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება.

აქციაზე აჩვენებენ ფილმს, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს.

"საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ნახევარი სიმართლით არ გამოვა. წარსულ, აწმყო და მომავალ თაობათა წინაშე ვალად გვადევს, ვთქვათ სრული სიმართლე რუსეთის შესახებ. რუსეთმა აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო. ოკუპაციის გახსენება ნაკლოვანი იქნება უმაღლესი დანაშაულების სათანადო სახელდების გარეშე. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ, საბოლოოდ, გამოიწვია თავისუფალი სამყაროს მხრიდან პუტინის ბოროტების იმპერიის შესაბამისი შეფასება. ამ გარემოებამ გახსნა შესაძლებლობა, დავიწყოთ კამპანია საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ. მოდი ისტორიის სამართლიანობისთვის. მოდი სრული სიმართლისთვის. მოდი ეფექტური წინააღმდეგობითვის" - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კომენტარები