რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირმა რუსულ კომპანიებსა და ოლიგარქებს ჯამში $13.83 მილიარდის ქონება გაუყინა

ევროკავშირმა ამ დროისთვის რუსულ კომპანიებს, ოლიგარქებსა და უკრაინაში ომის გამო დასანცქირებულ პირებს ჯამში $13.83 მილიარდის ქონება გაუყინა. ამის შესახებ ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა, დიდიერ რეინდერსმა ისაუბრა.

რეინდერის თქმით, ქონების უმეტესობის ჩამორთმევა ევროკავშირის 5 ქვეყანაში მოხდა და დანარჩენ 22 ქვეყანას გააქტიურებისკენ მოუწოდა. ევროკავშირმა ამ დროისთვის 98 კომპანიას და 1 160-მდე ინდივიდს დაუწესა სანქციები უკრაინაში ომისთვის.

"არსებულ მომენტში, ჩვენ გავყინეთ ოლიგარქებისა და სხვა წყაროების დაფინანსება, რომლის ღირებულებაც 13.8 მილიარდი ევროა. ეს საკმაოდ დიდი თანხაა. მაგრამ  საკმაოდ დიდი ნაწილი, 12 მილიარდის გაყინვა 5 წევრი სახელმწიფოს მიერ მოხდა, ამიტომაც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, რომ იგივე გააკეთონ". – თქვა რეინდერსმა. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები