ევროკავშირი-სომხეთი

რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების საპასუხოდ, ევროკავშირმა სომხეთს €34 მილიონი გადასცა

ევროკავშირმა სომხეთს 34 მილიონი ევრო დაუყოვნებლივი დახმარების სახით გადასცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"დღეს ევროკომისიამ სომხეთს 34 მილიონი ევრო გამოუყო, რათა ხელი შეუწყოს რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების გავლენის შემსუბუქებას ქვეყნის კერძო სექტორზე. 

ეს ფინანსური დახმარება ფონ დერ ლაიენის მიერ გამოცხადებული უფრო ფართო პაკეტის პირველი ტრანშია, რომელიც ასევე მოიცავს ვაჭრობის ხელშეწყობისა და სოლიდარობის ზომებს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად". - წერია განცხადებაში, რომელსაც სომხეთში ევროკავშირის დელეგაცია ავრცელებს. 

დელეგაცია წერს, რომ დამატებითი მხარდაჭერა გაეწევა რუსეთის სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალებულ სექტორებს, მათ შორის აგროსასურსათო პროდუქტებს, ყვავილების წარმოებასა და ექსპორტზე ორიენტირებულ სხვა ინდუსტრიებს.

კომენტარები