ფინეთი-შვედეთი-NATO

რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

Vesa Moilanen/Lehtikuva/AFP/Getty Images

რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ინფორმაციას სახელმწიფოს კუთვნილი გაზის კომპანია Gasum-ი ავრცელებს

"ძალიან სამწუხაროა, რომ ბუნებრივი აირის კონტრაქტით გათვალისწინებული მიწოდება შეწყდება". - თქვა მიკა ვილიანენმა, კომპანიის დირექტორმა. 

მისივე სიტყვებით, ფინეთში რუსეთის ამ გადაწყვეტილებას ელოდნენ და უახლოესი თვეების განმავლობაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება არ იქნება.  

ვაისანენმა CNN-თან თქვა, რომ ფინეთი გაზს ბალტიის დამაკავშირებელი მილსადენით ესტონეთის გავლითაც იღებს, თუმცა, მისივე სიტყვებით, ზამთრის სეზონი რთული იქნება. 

14 მაისს რუსეთმა ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". 18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლება განაცხადი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს გადასცეს

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინელ კოლეგა საული ნიინისტესთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რომელმაც, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს.

ამასთან ერთად, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განმარტა, თუ რატომ განსხვავდება რუსეთის რეაქცია უკრაინისა და ფინეთ-შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პესკოვმა ყურადღება გაამახვილა, რომ რუსეთს არ აქვს ტერიტორიული დავა არც ფინეთთან და არც შვედეთთან მაშინ, როდესაც უკრაინა "შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი, შემდეგ მოსკოვს ტერიტორიული დავა ექნება ალიანსის წევრ სახელმწიფოსთან, რაც უზარმაზარ რისკებს შეიცავს მთელი კონტინენტისთვის".

15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას.

კომენტარები