ფინეთი-შვედეთი-NATO

"ტაიმ-აუტის დროა" – ფინეთი NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთთან მოლაპარაკებებზე

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკკა ჰაავისტოს თქმით, NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფინეთისა და შვედეთის თურქეთთან მოლაპარაკებები ტაიმ-აუტს საჭიროებს. 

შვედეთში მიმდინარე პროტესტმა, მათ შორის სტოკჰოლმში გამართულ აქციაზე ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის მიერ ყურანის დაწვამ, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ტონი კიდევ უფრო გაამკაცრა და მან აღნიშნა, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთისგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს. . თურქეთს, როგორც NATO-ს წევრ სახელმწიფოს, შვედეთის ალიანსში წევრობის დაბლოკვა შეუძლია.

ჰავისტოს განმარტებით, დემონსტრაციებმა მოლაპარაკებების პროგრესი შეაჩერა.

ქვეყნები მოლაპარაკებებისას ვერ თანხმდებიან რიგ საკითხებზე - მათ შორის თურქეთის მოთხოვნაზე, რომ სკანდინავიური ქვეყნებმა დაადეპორტონ ის მოქალაქეები, ვისაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს და, ამასთანავე, შეჩერდეს პროცესი თურქეთში არჩევნების დასრულებამდე. ეს უკანასკნელი კი მაისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. 

ჰავისტოს თქმით, შვედეთი და ფინეთი ერთად შეუერთდება NATO-ს, მოლაპარაკებების დაჩქარების საჭიროება არ დგას.

კომენტარები