ფინეთი-შვედეთი-NATO

ფინეთი არ გამორიცხავს, რომ NATO-ში გაწევრიანების პროცესი შვედეთისგან დამოუკიდებლად დაასრულოს

ფინეთის შეიარაღებული ძალები

ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ NATO-ში გაწევრიანების პროცესი შვედეთისგან დამოუკიდებლად დაასრულოს. ფინეთის პოზიცია სტოკჰოლმსა და ანკარას შორის მზარდ დაძაბულობას უკავშირდება.

ფინური მედიის ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ისაუბრა. მისი თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსს ერთად შეუერთდნენ. თუმცა, ამავდროულად აღნიშნა, რომ ჰელსინკმა შესაძლოა პროცესის ცალკე დასრულებაზეც იფიქროს იმ შემთხვევაში, თუ შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაცია ძალიან დიდხანს გაჭიანურდება. 

როგორც ირკვევა, შვედეთისა და ფინეთის განაცხადები მხოლოდ ორ ქვეყანას, თურქეთსა და უნგრეთს არ აქვთ რატიფიცირებული. უნგრეთისგან განსხვავებით, თურქეთს შვედეთის მიმართ არაერთი პრეტენზია აქვს. 

ბოლო კვირებში თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა შვედეთში შვედეთის ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ გამართული აქციების გამო კიდევ უფრო დაიძაბა. მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, რასმუს პალუდანიამ ყურანი დაწვა, ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთს თურქეთისგან ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს. 

პეკა ჰაავისტომ აღიარა ისიც, რომ შვედეთში გამართულმა პროტესტებმა NATO-ში გაწევრიანების ამოცანა ორივე ქვეყნისთვის გაართულა. 

ერდოღანი: შვედეთი NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს

კომენტარები