რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სამხედრო ძალები იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ – სინეგუბოვი

უკრაინის შეიარაღებული ძალები

ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, იზიუმის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

"იზიუმის მიმართულება ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ჩვენი შეიარაღებული ძალები იქ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მტერი რამდენიმე მიმართულებით უკან იხევს - და ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ბუნების შედეგია". - თქვა მან.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები