რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"დაახლოებით, 25 100 სამხედრო, 1 122 ტანკი, 199 თვითმფრინავი" – უკრაინა ოკუპანტების დანაკარგებზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 7 მაისის მონაცემებით რუსი ოკუპანტების დანაკარგებზე ინფორმაციას ავრცელებს. 

უკრაინის ცნობით, ოკუპანტებმა დაკარგეს: 

  • დაახლოებით, 25 100 სამხედრო 
  • 1 122 ტანკი 
  • 2 713 ერთეული ჯავშანტექნიკა 
  • 509 საარტილერიო სისტემა 
  • 84 საზენიტო საბრძოლო სისტემა 
  • 199 თვითმფრინავი 
  • 155 ვერტმფრენი 
  • 1 934 სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი
  • 11 გემი/ნავი 
  • 341 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 38 სპეცტექნიკა 
  • 90 ფრთოსანი რაკეტა

თავდაცვის სამინისტრო მონაცემებს ყოველდღიურად ანახლებს - გამოთვლას საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები