რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის არაფერი გადმოუციათ" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის სპიკერს, დმიტრი პესკოვს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი გადასცა. 

უკრაინის პრეზიდენტის კომენტარს გამოცემა Українська правда ავრცელებს.

"სიმართლე რომ ვთქვა, ფეხბურთს ძალიან კარგად ვთამაშობდი. წესები შემდეგნაირია: ორი გუნდი უნდა იყოს და უნდა არსებობდეს ბურთი. მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება. ჩვენ აუცილებლად ვაჩვენებთ, როგორ გაგვაქვს გოლები, როგორც კი ბურთი გვექნება". - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები