რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ველოდებით რეაქციას"– პესკოვის თქმით, რუსეთმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი გადასცა

TASS

რუსეთის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი გადასცა. მისივე თქმით, კიევი რეაგირებას არ ჩქარობს. 

მისივე თქმით, უკრაინული მხარე მუდმივად შორდება ადრე შეთანხმებულ პოზიციებს, მუდმივად ცვლის მათ, რაც უარყოფითად აისახება მოლაპარაკებების ეფექტურობაზე.

"ჩვენი დოკუმენტის პროექტი გადაეცა უკრაინულ მხარეს, რომელშიც შემუშავებულია აბსოლუტურად მკაფიო ფორმულირებები. ბურთი მათ მხარეზეა. ჩვენ ველოდებით პასუხს".- ამბობს პესკოვი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები