რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი, თუ აშშ იქნება გარანტორთა სიაში

პოლონეთის ვიცეპრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი

"პოლონეთი მზად არის, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი, თუ აშშ იქნება გარანტორთა სიაში" - ამბობს პოლონეთის პრემიერმინისტრის მოადგილე, იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის რადიოსთან ინტერვიუში.

ამასთან დაკავშირებით, უკრაინის დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ აღნიშნა, რომ კიევი მოსკოვს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ახალ სისტემას სთავაზობს. მისი თქმით, კიევი უსაფრთხოების გარანტორად ხედავს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს. ასევე, თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთსა და ისრაელს. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები