რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი მზად არის გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა

გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი, ბარბარა ვუდვორდი აცხადებს, რომ ბრიტანეთი მზადყოფნას გამოთქვამს, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა, თუ შესაბამისიდ თხოვნით მას კიევი ოფიციალურად მიმართავს.

ამასთან, ვუდვორდმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს. გარდა ამისა, მისი თქმით, ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის პრაქტიკულად ყოველდღიურად ესაუბრება.

მსგავსი პოზიცია გააჟღერა ბორის ჯონსონის სპიკერმა. მისი თქმით, ბრიტანეთი არ გამორიცხავს გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი აშშ-სა და თურქეთთან ერთად, თუკი [უკრაინის] ნეიტრალურ სტატუსზე, როგორც სამშვიდობო მოლაპაკების ნაწილზე, შეთანხმება მოხდება.

"რამდენადაც ვიცი, ამ დრომდე ამის შესახებ ოფიციალური მიმართვა არ მიგვიღია". - უთხრა როუზი ბეით-უილიამსმა გამოცემა Times-ს.

კომენტარები