რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი ზელენსკის: გერმანია მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ გერმანია მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის სპიკერი ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის სპიკერის, შტეფენ ჰებეშტრაიტის თქმით, შოლცმა ზემოხსენებული როლის მორგებასთან დაკავშირებით "ზოგადი მზადყოფნა" გამოთქვა.

ამასთან, ჰებეშტრაიტის თქმით, მას არ სპეკულირება იმაზე, მოიცავს თუ არა უსაფრთხოების გარანტორის როლი სამხედრო კომპონენტებსაც.

კომენტარები