რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ოკუპანტების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი მკვდარი იპოვეს

ვოლოდომირ ზელენსკი

უკრიანის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსი ოკუპანტების მიერ გადატაცებული რამდენიმე მერი მკვდარი იპოვეს. ამის შესახებ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში თქვა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს. 

"ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს. მათ რამდენიმე მოკლეს, ზოგს ვერ ვპოულობთ. ზოგიერთი უკვე ვიპოვეთ და ისინი მკვდრები არიან".- თქვა მან და აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა რამდენიმე მერი შეცვალეს.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმავე მეთოდებს იყენებს, რაც დონბასში 2014 წელს გამოიყენეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები