რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

თურქეთის სანაპირო დაცვა: ყირიმთან თურქულ სათევზაო გემს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი

თურქეთის სანაპირო დაცვის გემი

5 ივნისს თურქეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ სათევზაო გემზე შავ ზღვაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის სანაპიროსთან მიტანილი იერიშის შედეგად ერთი თურქი მეთევზე დაიღუპა, ხოლო კიდევ ოთხი დაშავდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულმა სანაპირო დაცვის უწყებამ განაცხადა, რომ 5 ივნისს მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ სათევზაო გემს DURU 67-ს ყირიმის დასავლეთით, სევასტოპოლის მახლობლად თავს დაესხნენ.

განცხადების თანახმად, გემი თავდასხმის შედეგად დაზიანდა და მოგვიანებით ჩაიძირა.

სანაპირო დაცვის სარდლობის ინფორმაციით, ახლომდებარე სათევზაო გემმა BURAK KAYA-მ სწრაფად მოახდინა ჩაძირული გემიდან ხუთი დაშავებული მეთევზის ევაკუაცია და თურქეთის მიმართულებით გაცურა.

კომენტარები