უკრაინის არმიამ 6 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მე-3 პოლკის დრონების პილოტებმა საჰაერო კონტროლი დაამყარეს რუსული ძალების მომარაგებისთვის განკუთვნილ სახმელეთო მარშრუტზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს უკავშირდება.
უკრაინული მხარის ცნობით, დრონებს ახლა მელიტოპოლის გასწვრივ რუსული აღჭურვილობისა და ლოჯისტიკური რესურსების მიზანში ამოღება შეუძლიათ. უკრაინის სამხრეთში მდებარე ჩონჰარის მარშრუტი, რომელიც ყირიმს უკავშირდება, რუსეთის მიერ ოკუპირებული 2014 შემდეგ არის.
"ეს მხოლოდ დასაწყისია. უფრო მეტიც იქნება." – აღნიშნა უკრაინულმა არმიამ და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც აღნიშნულ მარშრუტზე დრონებით მიტანილ დარტყმებს ასახავს.




