ივანიშვილის დეპუტატი, თეა წულუკიანი TV იმედის ეთერში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს მიერ სანქცირებულ მოსამართლე ლევან მურუსიძეზე საუბრისას ამბობს, რომ მას ის არ მოსწონს.
მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრმა, გოტა ჭანტურიამ წულუკიანს სანდრო გირგვლიანის საქმეში ლევან მურუსიძის მონაწილეობა შეახსენა.
"ლევან მურუსიძე მე პირადად ძალიან არ მომწონს, მაგრამ ის, რომ ის ჩემგან [პოლიტიკოსისგან] თავისუფალია, ეს არის გაცილებით უფრო დიდი სიკეთე, ვიდრე მე ის მომწონს თავისი წარსულის გამო თუ არა. [...]
გნებავთ დაიჯერეთ, გნებავთ არა, ლევან მურუსიძე და ძველი მოსამართლეები დღეს არიან დამოუკიდებლები პოლიტიკური პირებისგან და მე ვთვლი, რომ ეს არის გაცილებით უფრო დიდი სიკეთე, ვიდრე რაც მე ვისზე რას ვფიქრობ - ეს არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, თუმცა, ჩემთვის, როგორც პიროვნულად, თემაა მე ვისზე რას ვფიქრობ". - თქვა წულუკიანმა.
მურუსიძე სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო, მისი მონაწილეობით 2007 წლის ივლისში გირგვლიანის მკვლელებს სასჯელი შეუმსუბუქდათ.




