რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვლადიმირ პუტინი G20-ის სამიტზე დასწრებას გეგმავს

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ოცეულის სამიტზე დასწრებას აპირებს. სამიტს ამ წლის ბოლოს ინდონეზია უმასპინძლებს. ამის შესახებ ჯაკარტაში რუსეთის ელჩმა, ლუდმილა ვორობრიოვმა ისაუბრა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის G20-დან გარიცხვის შესაძლებლობის შესახებ.

"არა მხოლოდ G20, ბევრი ორგანიზაცია ცდილობს რუსეთის გაძევებას...დასავლეთის რეაქცია აბსოლუტურად არაპროპორციულია". - აცხადებს რუსეთის ელჩი ინდონეზიაში, ლუდმილა ვორობიოვა.

დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის დიდი ოცეულიდან გარიცხვას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ რუსეთის პირდაპირი გამორიცხვის ნებისმიერ მცდელობას ვეტოს დაადებენ ალიანსის სხვა წევრები, მაგალითად: ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები