რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საელჩო ბიზნესზე: არ უნდა გააკეთო ფული დიქტატურაში, რომელიც კლავს ბავშვებს

ტაბულა

საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ბიზნესის მოქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შემოსავალი არ უნდა მიიღონ იმ დიქტატურის პირობებში, რომლებიც უკრაინაში მშვიდობიან ქალაქებსა და მოსახლეობას ანადგურებს.

"მთელ მსოფლიოში მსხვილი ბიზნესისთვის რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული. რუსეთის დანაშაულზე თვალის დახუჭვა ნიშნავს, რომ შენ ხარ თანამონაწილე. არ უნდა გააკეთოთ ფული დიქტატურაში, რომელიც ანადგურებს მშვიდობიან ქალაქებსა და კლავს ბავშვებს, ესვრის ჰუმანიტარული ტვირთის მანქანებს, ბომბავს ეკლესიებსა და უნივერსიტეტებს, ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც ამბობს უარს ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე. სანქციები არის კონკრეტული დარტყმა, რომელსაც იგრძნობს რუსეთის მოქალაქე. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ უნდა გაძლიერდეს სანქციებით ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე". – თქვა საელჩოს წარმომადგენელმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები