რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი" - Instagram-ის სტატუსი რუსულ პროპაგანდისტულ მედიას

Instagram-მა რამდენიმე რუსულ მედიას, მათ შორის, რია-ნოვოსტის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის სტატუსი მისცა. 

"რას უწოდებს Instagram-ი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიას?

ინსტაგრამი "სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიას" განსაზღვრავს, როგორც მედიასაშუალებებს, რომლებიც, ინსტაგრამის აზრით, შესაძლოა, ნაწილობრივ ან მთლიანად იყონ მთავრობის სარედაქციო კონტროლის ქვეშ - ჩვენივე კვლევისა და შეფასების საფუძველზე. ინსტაგრამი ცდილობს ამ ორგანიზაციების იდენტიფიცირებას ჩვენი განმარტებისა და სტანდარტების გამოყენებით, რათა განიხილოს არსებული ინფორმაცია მათი საკუთრების, მმართველობის, დაფინანსების წყაროებისა და პროცესების შესახებ, რასაც ვიყენებთ სარედაქციო დამოუკიდებლობის საკვლევად. როცა ეს ორგანიზაციები იდენტიფიცირებული იქნებიან, სტატუსი ამ ანგარიშის შესახებ განყოფილებაში გამოჩნდება". - ვკითხულობთ Instagram-ის მომხმარებელთა წესებში

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები