ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია

პაპუაშვილი: რეზოლუციამ გაგვიჩინა კითხვა, რამდენად იქნება ეუთო მტკიცე ზეწოლის წინააღმდეგ

ჩვენ დადასტურებულად ვიცით, მათ შორის ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც სხვადასხვა ფორმატში ამაზე ღიად ისაუბრეს, რომ 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც უნდა გამოექვეყნებინა პირველადი ანგარიშები სადამკვირვებლო მისიას, იყო თათბირი, სადაც მონაწილეობას იღედბენენ, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები და იყო პირდაპირი ზეწოლა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიაზე, რომ მას გაეყალბებინა საკუთარი დასკვნები. […]

მე ვფიქრობ, რომ საჭიროა ფიქრი იმაზე, მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისი გამოძიება 2024 წელს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე. […]

ამ ზეწოლას იმ მომენტში შედეგი არ ჰქონდა და ვერ გაიტანეს ეს ზეწოლა. ჩვენ ახლა როცა ვუყურებთ საპარლამენტი ასამბლეის რეზოლუციას გვიჩნდება კითხვა, რამდენად იქნება მომავალში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია მდგრადი, მტკიცე ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგ. ჩვენ ამ რეზოლუციამ შეგვირყია რწმენა იმაში, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რომელიმე მისია რომ იქნება მტკიცე ზეწოლის წინაშე. ამიტომ ჯერ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა დაარწმუნოს ქართველი ხალხი, რომ ის ისევე გაუძლებს ევროსაბჭოს თუ სხვათა ზეწოლას, როგორც ამას გაუძლო 2024 წელს.

განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები