საქართველოს ბანკი, როგორც განათლებისა დასაზოგადოების განვითარების მთავარი მხარდამჭერი, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით ახალ კამპანიას იწყებს.თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოშიშვილების აღზრდაში მეტი ჩართულობისა და მზრუნველიმამობის წახალისებას, თანასწორი მშობლობისმხარდაჭერასა და ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობას.
“კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვის აღზრდაში მამისაქტიური მონაწილეობა დადებითად აისახებაროგორც ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ დაკოგნიტურ განვითარებაზე. ასევე, თავად ოჯახისკეთილდღეობაზე. ამასთან, ჩართული მამობა ხელსუწყობს უფრო თანასწორი გარემოს შექმნას, სადაცშვილებზე ზრუნვა ორივე მშობლის საერთოპასუხისმგებლობაა. სწორედ ამ მიზნისგანხორციელებაში გავერთიანდით ჩვენ დასაქართველოს ბანკი და დავიწყეთ საკმაოდმნიშვნელოვანი პროექტი და პარტნიორობა”, - განაცხადა ეთერ ნოღაიდელმა, გაეროსმოსახლეობის ფონდის გენდერის პროექტისანალიტიკოსმა.
თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდებასხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებიცმზრუნველი მამობის მნიშვნელობის გააზრებას და ამმიმართულებით, ცნობიერების ამაღლებას შეუწყობსხელს.
“მოხარული ვარ, რომ გაეროს მოსახლეობისფონდთან ერთად ვიწყებთ ძალიან საინტერესოპროექტს, რომელიც გულისხმობს მამებისთვისისეთი დამატებითი ღირებულების შექმნას, რაც მათდაეხმარებათ კიდევ უფრო აქტიურად იყვნენჩართულნი მათი შვილების ყოველდღიურობასა და აღზრდის პროცესში. პროექტი მათშესაძლებლობას მისცემს, დაესწრონ შეხვედრებს, სადაც მამები შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონგამოცდილება, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა დასხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთადისაუბრონ იმ ყოველდღიურ გამოწვევებზე, რომლებიც მამობას ახლავს თან”, - განაცხადა ანალომთაძემ, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, UNFPA საქართველოში წლებისგანმავლობაში ხელს უწყობს ისეთი გარემოსშექმნას, სადაც მამობა მხოლოდ პასუხისმგებლობასკი არა, შვილების ცხოვრებაში აქტიურმონაწილეობას, ემოციურ სიახლოვესა და ზრუნვისთანაბარ განაწილებასაც გულისხმობს. სწორედ ამღირებულებების გაძლიერებას ემსახურებასაქართველოს ბანკისა და UNFPA-ის პარტნიორობაც.




