რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: სამხედრო ოპერაცია ჩატარდება, სანამ პრეზიდენტის მიზნები არ შესრულდება, როგორც 2008-ში

Telegraph

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი წერს, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაცია მანამ ჩატარდება, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ, "ისევე, როგორც 2008-ში".  

"სამხედრო ოპერაცია ჩატარდება სრულად, მანამ, სანამ მიზნები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს აქვს დასახული, სრულად არ შესრულდება, არც მეტი, არც ნაკლები. ისევე, როგორც მსგავს სიტუაციაში იყო 2008-ში". - წერს ის. 

მედვედევი ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არაფერს შეცვლის და "პოლიტიკური უძლურების" ნიშანია. 

"მე მჯერა, რომ განათლებული ადამიანებისთვის ნათელია - სანქციები მითი, მუქარაა. მე ფუნდამენტურად გულგრილი ვარ საზღვარგარეთ უფლებების ფართოდ გავრცელებულ შეზღუდვაზე. 

სანქციები პოლიტიკური უძლურებაა, რომელიც რუსეთის კურსის შეჩერების უნარის არქონის გამო წარმოიშვა". - წერს მედვედევი.  

მისივე სიტყვებით, დიპლომატიური ურთიერთობები საჭირო არ არის, "დროა, დავხუროთ საელჩოები და შeმოვიფარგლოთ ერთმანეთის ბინოკლებიდან და თოფის ლულებიდან ყურებით".  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები