აშშ-ირანის ომი

CENTCOM: აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალ ტალღას ახორციელებს

   
   

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალ ტალღას ახორციელებს. იერიშების მიზანი ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ირანის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტებაა.

"დღეს, აღმოსავლეთის დროით დილის 06:00 საათზე, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს. დარტყმების მიზანს წარმოადგენს იმ სამხედრო შესაძლებლობების შემდგომი დასუსტება, რომლებსაც ირანის შეიარაღებული ძალები ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის იყენებენ" აცხადებს CENTCOM-ი.

კომენტარები