რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის შსს: კიევის თავზე მტრის საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ

ჩამოვარდნის ადგილი

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ის კიევის ერთ-ერთ რაიონში, დარნიცკის რაიონში ჩამოვარდა.

განახლება: შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს თქმით, უკრაინულმა მხარემ კალიბრის ტიპის რაკეტა ჩამოაგდო

საფრენი ობიექტის ჩამოვარდნის კადრები:

საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად 9-სართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები