საერთო სასამართლოების შესახებ კანონი

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი მე-2 მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების მომხრე 81 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი - 7. 

სერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. ინიციირებული ცვლილებები, მათ შორის, ითვალისწინებს მოსამართლეებისთვის დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატებას, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმებას.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი. მისი თქმით, პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს და მეტ ინკლუზიურობას საჭიროებს. ევროკავშირის შეფასებით, სასამართლოებზე კანონპროექტი შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებებთან დაკავშირებით. კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც - ისინი პარლამენტს განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ

კომენტარები