საერთო სასამართლოების შესახებ კანონი

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი პირველი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი პირველი პირველი მოსმენით მიიღო. პროექტს 82 მომხრე და 7 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

ინიციირებული ცვლილებები ითვალისწინებს მოსამართლეებისთვის დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატებას, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმებას.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი. მისი თქმით, პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს და მეტ ინკლუზიურობას საჭიროებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შეფასებით, კანონპროექტის ნაჩქარევი განხილვა კიდევ უფრო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღსადგენად.

კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივი წერილი გამოქვეყნა 14-მა მოსამართლემ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ცვლილებებით დასაშვები ხდება მათი დევნა კრიტიკული აზრის გამო და მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება.

კომენტარები