კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

"თავი დაირეგულირეთ" – სირცხვილიამ კომუნიკაციების კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართა

სირცხვილია

"თავი დაირეგულირეთ" – ამ ლოზუნგით მოძრაობა სირცხვილიამ კომუნიკაციების კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა სირცხვილიას კლიპის ეთერში გაშვების გამო მარეგულირებლის მიერ მთავარი არხის დაჯარიმება გააპროტესტეს.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ვიდეო კლიპი პოლიტიკური შინაარსისაა და, შესაბამისად, არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიას მისი გამოქვეყნების უფლება არ ჰქონდა. 

კლიპში, რომლის გამოც მთავარი არხი დაჯარიმდა, ქართული ოცნების წევრებისა და ლიდერების ფოტოებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახის გამოსახულება იქმნება. მარეგულირებლის მიერ მთავარი არხი ასევე დაჯარიმდა ვიდეოების სერიის ეთერში გაშვების გამოც, სახელწოდებით კლავს.

მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანია ჯარიმას არ გადაიხდის და მას სასამართლოში გაასაჩივრებს.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს მიერ მთავარი არხის 111 903 ლარით დაჯარიმებას და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ეს ნაბიჯი უაღრესად საშიშია საქართველოში კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების არსებობისთვის.

კომენტარები