მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ჯაფარიძე: ხელისუფლების იძულების გზად მიმაჩნია დაუმორჩილებლობა, საბოტაჟი – სისხლს გაგიშრობთ

ზურა ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის "სახელმწიფოა ძალადობრივ დამხობაზე" გამართულ მორიგ ბრიფინგს ეხმაურება და უწყებას მიმართავს. 

ჯაფარიძე FACEBOOK-ზე წერს თუ როგორ აპირებს ხელისუფლების იძულებას, დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები და მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებები.

"1. ჩემთვის ყველაფერი იწყება რეალობის გააზრებით. ბოლო ორ არჩევნებზე გაყალბების მასშტაბი იყო ისეთი რომ შეცვალა მთავარი მოცემულობა - ვინ არის ხელისუფლებაში, ოცნება თუ რაიმე სახის ახალი კოალიცია. გაყალბებაში ვგულისხმობ ორ რამეს: ა) საარჩევნო სისტემის არ გადაყვანა სრულად პროპორციულზე მიუხედავად არაერთგზის საჯარო დაპირებისა ბ) ჩემი გადახდილი გადასახადებით, ინფლაციითა და ჩემი შვილების მიერ გადასახდელი ვალებით ხმების ყიდვა საბიუჯეტო ორგანიზაციების, საპატრიარქოს, ოცნებასთან დაახლოებული ‘ბიზნესებისა’ და ქურდული სამყაროს გამოყენებით. (კონკრეტულად არჩევნების პროცესში დარღვევებზე, პირადობების ჩამორთმევაზე, კარუსელებზე, ფულის დარიგებაზე და ა.შ. არ ვსაუბრობ, რადგან ზედა ორთან შედარებით ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია თავისი მასშტაბით). ამას თუ ვერ/არ ხედავ ან იდიოტი ხარ ან ტრაკი არ გაქვს სიმართლეს თვალებში ჩახედო ან შენს ინტერესებშია სტატუს ქვოს შენარჩუნება.

2. შედეგად თავზე მაზიან ვიღაც უსინდისო ნაბიჭვრები, რომლებსაც არ აქვთ რაიმე ლეგიტიმაცია მართონ ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრების რაიმე ასპექტიც კი. ეს ნაბიჭვრები ყოველდღიურად ა) მართმევენ ფულს რომელსაც მე გამოვიმუშავებ (მბეგრავენ), ბ) იღებენ მილიარდობით ვალს რომელიც ჩემმა შვილება უნდა იხადონ მომავალში (თუ მანამდე არ გაიქცნენ) გ) ბეჭადვენ ფულს რის გამოც ფასები 13%-ით გაიზარდა შარშანდელთან შედარებით, დ) 1 ლარად ან ძალიან იაფად ხელში იგდებენ ჩემ წილ ქონებას რომლის უდიდესი ნაწილიც დღემდე სახელმწიფოს ხელშია, ე) ამ ჩემ ფულსა და ქონებას იყენებენ იმისათვის რომ ხელისუფლება კიდევ დიდხანს ჰქონდეთ უზურპირებული ვ) წერენ და იღებენ ათასგვარ იდიოტურ კანონებს, რომლებიც მტოვებს სიღარიბეში და არ მაძლევს ამ ჭაობიდან ამოსვლის შესაძლებლობას ზ) მისმენენ და მითვალთვალებენ ყველგან და ყოველთვის თ) ღიად უგულვებელჰყოფენ ჩემი ქვეყნის დასავლელი მეგობრების რჩევებსა და რეკომენდაციებს, და ასევე ღიად და დაუფარავად მახუტებენ რუსეთს, როგორც მმართველობის სისტემის თვალსაზრისით, ისე გეოპოლიტიკურად.

3. ამ მოცემულობაში ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქისთვის შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი მიზანი - ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და შემდეგ სისტემის ისე გარდაქმნა რომ ვერავინ ვეღარასდროს შესძლოს ძალაუფლების ასეთი მასშტაბით კონცენტრირება ერთ ხელში. ამ მიზნისკენ სვლა, ჩემი გადმოსახედიდან, ორ ნაბიჯიანია: 1) ხელისუფლების იძულება ორი მოსმენით მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები და ქვეყანა გადავიდეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2%-იანი ბარიერით 2) ხელისუფლების იძულება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

4. როგორ ვაპირებ გაიძულოთ გადადგათ ეს ორი ნაბიჯი? მე არ მჯერა პროტესტის იმ ფორმების რომლებიც ბევრჯერ ნაცადია, გაცვეთილია, და რომლებთან მიმართებაშიც სისტემას, რომლის ერთერთ იარაღსაც თქვენ წარმოადგენთ, უკვე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. არ მჯერა მიტინგების, ხმამაღლა ყვირილის და შეიკრიბა-დაიშალა აქციების. იძულების გზად მიმაჩნია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით (რასაც ყველა უნდა აკეთებდეს ვისაც ამის ტრაკი აქვს), სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება, საბოტაჟი და უზურპატორებისთვის ნერვების პერმანენტული შლა. მთელი ჩემი დროის და ენერგიის ამაზე დახარჯვას ვაპირებ. სისხლს გაგიშრობთ.

პ.ს. აქვე, რამე სირობაზე რომ არ დამიჭიროთ:

1. თვეებია არ გავკარებივარ არცერთ ნარკოტიკს

2. ტარების უფლებით მაქვს გაფორმებული 6 სხვადასხვა სახის იარაღი და არაფერში მჭირდება გაუფორმებელი იარაღით მოძრაობა".- წერს ჯაფარიძე. 

სუს-ის მტკიცებით, ოპოზიცია სახელმწიფო შენობების პიკეტს გეგმავს და  განიხილება ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციაც. მათივე ცნობით, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით პროვოკაციულ ქმედებებს მიხეილ სააკაშვილი გეგმავს და ოპოზიციურ ლიდერებს დირექტივებს აძლევს.


მიხეილ სააკაშვილი 37 დღეა, შიმშილობს. ხელისუფლება მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის იქ გადაყვანის შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბუნტს მოაწყობენ. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა დაიწყო დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. 

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები