არჩევნები 2021

წალენჯიხის მერის არჩევნებში ენმ-ს კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა

წალენჯიხის მერის არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ხმების 51.11% მიიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა, გოგა გულორდავამ – 48.89%.

ცესკოს მონაცემებით, წალენჯიხა ქვეყნის ერთადერთი თვითმმართველი ერთეულია, რომელშიც ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 49.09%-ია, არჩევნებზე სულ 1 025 406 მოქალაქე მივიდა. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთ საერთო რაოდენობა 2 088 722 იყო. თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში მოქალაქეთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები