პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: ჩვენ სამართლიანი ნაბიჯები გადადგმული გვაქვს, ველით ოპოზიციის კომპრომისს

ჩვენ სამართლიანი, პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული გვაქვს. ველით ოპოზიციის მხრიდან იმ კომპრომისს, რომლიც არის მთელი საზოგადოების და, პირველ რიგში, ოპოზიციის ინტერესში. 

ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა დაგვეხმარება, რომ პოზიციები დავაახლოვოთ.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან შეხვედრამდე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მე-7 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის, ასევე, შეხვდა სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა ღარიბაშვილი. 

გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ მოლაპარაკებები "რთული და მძიმე იყო" და, მათივე თქმით, "არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული."

კომენტარები