ჭყონდიდის ეპარქია

მიტროპოლიტი სტეფანე: ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს

მიტროპოლიტი სტეფანე, რომელიც სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიაში გადადის, ამბობს, რომ "ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს". 

"უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელიც არის საჭირო, განათლება და სახელმწიფოებრიობა, რაც იყო ჭყონდიდის ეპარქიის მთავარი მნიშვნელოვანი დატვირთვა, აი, ეს უნდა დაუბრუნდეს და ეს სკანდალურობა, უაზრო მითქმა-მოთქმა და პოლიტიკური საუბრები, მე მაგალითად არ ვაპირებ და ვისაც უნდა ილაპარაკოს. ეკლესიიდან ამის სურვილი, ალბათ არავის გვაქვს".- ამბობს მიტროპოლიტი სტეფანე. 

წმინდა სინოდმა გრიგოლ კაცია ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან გაათავისუფლა და წალკის ეპარქიის მმართველად დანიშნა. მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში მას შემდეგ მსახურობს, რაც 2019 წლის 31 ოქტომბერს საპატრიარქომ პეტრე ცაავა მღვდელმოქმედებიდან განაყენა

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წლის პირველი სხდომა 11 თებერვალს გაიმართა. სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. სინოდი მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ბოროტად იყენებს სინანულისთვის მიცემულ ვადას. სინოდმა განაჩინა, რომ შეიქმნას მღვდელმთავრების კომისია, რომელიც მიტროპოლიტის ქმედებებს შეისწავლის.

კომენტარები