სინოდის სხდომა

[მეუფე პეტრე] გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად - სინოდის გადაწყვეტილება

IPN

სინოდის სხდომის მდივნის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის თქმით, წმიდა სინოდმა ერთხმად მიიღო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს განყენების, ისევე, როგორც მოსანანიებლად მონასტერში გამწესების გადაწყვეტილება. 

"სინოდმა ერთხმად მიმართა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს, რომ მას პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების და ხშირი ცილისწამების გამო გამოეთქვა სინანული, რაზეც მან უარი განაცხადა და ეკლესიას კვლავ მხილებით დაემუქრა.

ამის გამო მის მიმართ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 

მეუფე პეტრე გათავისუფლდეს ეპარქიის მმრთველობიდან, აეკრძალოს ღვთისმსახურება, გათვისუფლდეს წმიდა სინოდს სხდომებიდან და გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად", - თქვა მეუფე დანიელმა. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც უცვლელად დატოვა. 

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას ითხოვდა. პეტრე ცაავა საპატრიარქოს სწორედ მამალაძის საკითხზე დაუპირისპირდა. 

მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან სინოდმა დღეს, 31 ოქტომბერს გადააყენა. სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ ამის მიზეზი ეკლესიაში "პედარასტიის ცოდვის მხილებაა".

წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მეუფე პეტრე ცაავამ თქვა, რომ "უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა იერარქის საკითხი აქ გადაწყდეს".

კომენტარები