წმინდა სინოდი

სინოდი: პეტრე ცაავა ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას

exclusivenews.ge

საპატრიარქომ 11 თებერვალს გამართული წმიდა სინოდის სხდომის განჩინება გამოაქვეყნა. სინოდი მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ბოროტად იყენებს სინანულისთვის მიცემულ ვადას. 

სინოდმა განაჩინა, რომ შეიქმნას მღვდელმთავრების კომისია, რომელიც მიტროპოლიტის ქმედებებს შეისწავლის.

"ასევე, წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას.

წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას". – ნათქვამია განჩინებაში.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წლის პირველი სხდომა 11 თებერვალს გაიმართა. სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. 

კომენტარები