ჭყონდიდის ეპარქია

დაპირისპირება სალხინოს მონასტერთან, სავარუდოდ, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

TIMER.GE

ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ დაძაბულობაა. ადგილობრივებსი ინფორმაციით, სალხინოს მონასტერთან დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებიც მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული, რომლებიც მრევლს და განკვეთილ ბერებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ. სიტუაცია შიგადაშიგ იძაბება. ადგილობრივები დღეს 2 საათზე შეიკრიბნენ და მიტროპოლიტი სტეფანეს გადაყენება ისევ მოითხოვეს. 

სალხინოს მონასტერში წირვა დღეს მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა, რომელსაც ადგილობრივი მრევლი არ ესწრებოდა. ქადაგებისას მეუფე სტეფანემ თქვა, რომ დღევანდელი დღე დღესასწაულია, რადგან "ღმერთმა მოგვცა ძალა, რათა ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი". 

ჭყონდიდი ეპარქიაში რამდენიმე დღეა ისევ ხმაურია . ეპისკოპოსი სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ მეუფე სტეფანე მონასტერში დილით, 6 საათზე მივიდა და მათ ნაწილს მისი დავალებით სალხინოს მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ამბოხში დაადანაშაულა და ეკლესიიდან 19 სექტემბერს განკვეთა. მეუფე სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილ სასულიერო პირებს სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დაეტოვებინათ, თუმცა მონასტრის დატოვებაზე ისინი უარს ამბობდნენ.  

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

კომენტარები