ჭყონდიდის ეპარქია

მარტვილში განკვეთილი სასულიერო პირები და მათი მრევლი მეუფე სტეფანეს შეძახილებით დახვდნენ

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

მარტვილში, წაჩხურუს ტაძარში ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე წირვის აღსავლენად მივიდა. მიტროპოლიტს მის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები და მრევლი შეძახილებით დახვდნენ. 

განკვეთილი სასულიერო პირები, რომლებსაც სალხინოს მონასტერი დაატოვებინეს სწორეd წაჩხურუს ტაძარში იმყოფებიან. 

"სტეფანე ცრუ, სტეფანე მრუში".- ამ შეძახილებით დახვდნენ მიტროპოლიტს ტაძარში. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 


ჭყონდიდი ეპარქიაში რამდენიმე დღეა ისევ ხმაურია . ეპისკოპოსი სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ მეუფე სტეფანე მონასტერში დილით, 6 საათზე მივიდა და მათ ნაწილს მისი დავალებით სალხინოს მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ამბოხში დაადანაშაულა და ეკლესიიდან 19 სექტემბერს განკვეთა. მეუფე სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილ სასულიერო პირებს სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დაეტოვებინათ, თუმცა მონასტრის დატოვებაზე ისინი უარს ამბობდნენ.  

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

კომენტარები