სინოდის სხდომა

გარეჯი, ვაქცინაცია, ზნეობრივი საკითხები – წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა 

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი წლის პირველი სხდომა დასრულდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სინდოზე განხილული თემები შეეხო დავითგარეჯის საქმეს, ვაქცინაციასა და რიგ ზნეობრივ საკითხებს.

"საკმაოდ მცირე დროში საკმაოდ ბევრი საკითხი შეათანხმეს მღვდელმთავრებმა, რამდენიმე საათში ოქმის, განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო ყველა იმ საკითხს და გადაწყვეტილებას, რომელიც სინოდმა მიიღო. 

საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას, იყო იქ რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული". – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი წელს პირველად შეიკრიბა. სინოდის სხდომაზე განხილული საკითხები სრულად  საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია. 

საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერის რამდენიმე კვირის წინანდელი განცხადებით, სინოდი სავარაუდოდ ვაქცინაციის შესახებ იმსჯელებდა. ეს ინფორმაცია დაადასტურა ახალქალაქის, კარისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც საპატრიარქოში შესვლამდე. 

ეკლესიის უმაღლეს მმართველ ორგანოს ვაქცინაციაზე მსჯელობისთვის ლეგიტიმური მიზეზი აქვს – საქართველოს ეკლესიის მრავალი მღვდელი და მღვდელმთავარი ანტიმეცნიერულ და ანტივაქსერულ ქადაგებებს წარმოთქვამს.

გავრცელებული ინფორმაციით, სინოდს სავარაუდოდ უნდა ემსჯელა ჭყონდიდელყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას შესახებ, რომელიც სინოდის განწესებას არ დაემორჩილა მას მერე, რაც ჯერ მას გაფრთხილება მისცეს, ხოლო შემდეგ მღვდელმოქმედება შეუჩერეს და ეპარქია ჩამოართვეს. მღვდელმთავარმა სინოდის სხდომის შემდეგ, სადაც მას მონასტერში წასვლა მოსთხოვეს, კათოლიკოს-პატრიარქი ილია "პედარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით" შეპყრობილად მოიხსენია და დღემდე იმავეს იმეორებს.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია, წალკის ეპარქია, რუსთავის ეპარქია და გერმანიისა და ავსტრიის ეპარქია და გიშისა და ქურმუხის ეპარქია შეიქმნა არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის ეპისკოპოსად გამორჩევის შემდეგ, თუმცა ის ეპისკოპოსად აღარ აკურთხეს და შექმნილი კათედრა არც არასდროს შევსებულა. 

საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თავმჯდომარეობით გაიმართა. სხდომის მდივანი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) იყო. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. 

კომენტარები