დავით კირკიტაძის დაკავება

მელია კირკიტაძის პატიმრობაზე: გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული, სასამართლო არ გვაქვს

ეს გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული. ვინ იყო იმდენად გულუბრყვილო ან ვის ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ვერ მივმხვდარიყავით, რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა მოსამართლე. სასამართლო არ არსებობს, ხალხო, რის სასამართლოზე ვლაპარაკობთ. მურუსიძე იყო მაშინ და მურუსიძის სასამართლოს ეძახდა დღევანდელი ხელისუფლება, მაშინ რიგით მოსამართლე იყო და დღეს მურუსიძე და ჩინჩალაძე მართავენ საერთოდ სასამართლოებს. მე, მაგალითად, არცერთი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არ მინახავს პოლიციელების მსგავსი რაოდენობა. 600-700 პოლიციელი, რაც ჩანს შენობის ირგვლივ და თვითონ შენობაში კიდევ ნახევარი იმდენი იყო. 30-ადგილიან სხდომათა დარბაზში 10 სუს-ის თანამშრომელი იყო მოკალათებული. ან რას აკეთებდნენ? რომელი ახლა კირკიტაძეს კლასელები ან თანაკლასელები ესენი იყვნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი საუბრობს ენმ-ის წევრისთვის, დავით კირკიტაძისთვის, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე

კომენტარები