დავით კირკიტაძის დაკავება

მელია: ისტორიულად, საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი ქმნიდა ამინდს, 89 წლის 9 აპრილსაც ასე იყო

ნებისმიერ პერიოდში, ისტორიულად, საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი ქმნიდა ამინდს, იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა და მერე იყოლიებდნენ სხვებს. 89 წლის 9 აპრილიც ასე იყო, ხალხნო. მაშინ არ მდგარა მთელი საქართველო ხო? და შემდეგ, პოლიტიკური პროცესები როცა ვითარდებოდა... ჩვენზე, აქ ვინც ვართ და ძალიან ბევრნი ვართ ის ადამიანები, ვინც აქტიურად ვართ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და უბრალოდ გვინდა უკეთესი ხვალინდელი საქართველო ხო... ჩვენზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. ბევრი დრო არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას მარტივი მიზეზის გამო, ვინაიდან თუ მიწასთან გაასწორეს ყველაფერი და ამოშანთეს სახელმწიფოებრივი საფუძვლები, მერე გინდ გაუშვი ხელისუფლებიდან და გინდ ჩამოართვი მართვის სადავეები.

მაგრამ ერთი რამ ნამდვილად უნდა ვთქვა და ამას მუქარაში არ ჩამითვლით ალბათ - ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კრიმინალი გახარია აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ეს არის ღირსების საკითხი.

ეს განცხადება ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გურჯაანის სასამრთლოსთან გამართულ აქციაზე გააკეთა.

კომენტარები