როდესაც პოლიცია მოვა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს, მას წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო. ესეც სტანდარტია, ოღონდ, ეს არის სტანდარტი ჩრდილოეთ კორეის, რუსეთის და იმ ქვეყნების, რომელშიც ცხოვრება მე არ მინდა და არ უნდა იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი რიგის იქეთ სხედან [ოპოზიციის ლიდერები]. შეხედეთ სახეებზე, მე იმ საქართველოში მინდა.
ახლა რაც შეეხება პოლიციას, 1 საათით ადრე გომბორზე მე ჩემი კუთვნილი ავტომობილით გავჩერდი, რადგან თბილისიდან თელავამდე უმოკლესი გზა არის გომბორის გზა. მივედი საპატრულო პოლიციის თანამშრომელთან და ეს კადრებშიც ჩანს, მათ ცივილურად მიმითითეს, რომ გურჯაანის გავლით არის მოძრაობა შესაძლებელი, დავემორჩილე მათ და წამოვედი გურჯაანის მიმართულებით, როგორც მთელი ჩვენი კოლონა. ხოლო, როდესაც მოვედით იქ, იმ ადგილზე, ველისციხეში, იქ რაც დაგვხვდა, ეს იყო სრული უკანონობა, კანონდარღვევა
დავით კირკიტაძის დაკავება